ჩვენი ვებგვერდი შეიქმნა ერთი მარტივი იდეით – ყველა ბავშვს აქვს უფლება იცოდეს, რომ მას უფლებები აქვს. ჩვენ ვართ ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც სურთ განათლებასა და ტექნოლოგიაში მიღებული ცოდნა სასარგებლო მიზნისთვის გამოიყენონ. პროექტი შეიქმნა თიბისის ტექსკოლა x ჯეოლაბის კურსის ფარგლებში და მისი მიზანია ბავშვებისთვის მარტივად, გასაგებად და საინტერესო ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია მათ უფლებებზე.
ბევრ ბავშვს არც კი სმენია საკუთარი უფლებების შესახებ. მათ სჭირდებათ სანდო წყარო, რომელიც გულწრფელად და გასაგებად აუხსნის, რა აქვთ უფლება, როგორ დაიცვან თავი და როგორ მოითხოვონ თანასწორობა. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვებგვერდი გახდეს ადგილი, სადაც ბავშვები თავს დაცულად, გათვითცნობიერებულად და მნიშვნელოვნად იგრძნობენ.
ჩვენი მთავარი ღირებულებებია თანასწორობა, პატივისცემა და განათლება. გვჯერა, რომ როცა ბავშვი საკუთარ უფლებებს იცნობს, ის ძლიერდება. ჩვენი მიზანია ვუჭერთ მხარს ყველა ბავშვს და გავუწიოთ ინფორმაცია, რომელიც მათ მომავალს უკეთესს გახდის.